
რა კავშირი აქვს ამას NFT სთან?
“ნავთლუღში” გაზრდილი გოგო ვარ, 17 წლის ვიყავი აეროპორტში, როცა ვმუშაობდი ვარიგებდი ფლაერებს, ირანელი უფროსები მყავდნენ. მართლა “მონად” ვიყავი, 13 ლარს ვიღებდი დღეში (8 საათში) ეს არ არის რიგითი სევდიანი შესავალი, რასაც იწყებენ მკითხველის გულის მოსაგებად, ეს მართლა ჩემი ჯოჯოხეთურად ცუდი დასაწყისი იყო. არც ეხლა ვარ “დიდი ვინმე”. მხოლოდ მაშინ ჩავთვლი თავს რამედ, როცა გლობალზე რაიმე დიდ წარმატებაში გავყოფ თავს.
მანდ მუშაობის დროს, ვიღაც არაბი ბიჭი გავიცანი, გრამი ქართული არ იცოდა, ინგლისურად ვლაპარკობდით, ეგეც მუშაობდა (ჩემზე 4-ჯერ კაი ხელფასი ჰქონდა). ეგ რესტორნის ფლაერებს არიგებდა და ვაკვირდებოდი ხოლმე.
მოკლედ, რეისი რომ მორჩებოდა არაბები ბევრნი მოდიოდნენ თვითმფრინავებიდან ჩამოდიოდნენ უმეტესად ეგენი და ერთმანეთს რომ დაინახავდნენ, ისეთს შემოსძახებდა ხოლმე, რაღაცას თავიანთ ენაზე და მერე ესენიც ისე შემოსძახებდნენ იქიდან, თავიდან 1–2 ჯერ მეგონა იცნობენ თქო, მაგრამ ისე გაიზარდა ეს შემთხვევების რაოდენობა სასაცილოდ მეჩვენებოდა. ფლაერს ართმევდა კი არა? 60 ჩანთა ეჭირა და კბილებით იჭერდნენ მგონი იმ ფურცლებს. ეს ხდებოდა კვირები. ქართველები კიდე, რომ ჩამოდიოდნენ 1 ჩანთით და ფლაერის მიცემა მინდოდა ზედ არავინ მიყურებდა. სერიოზულად ვბრაზდებოდი, რა არის მეთქი.
მერე დავაყენე ეს ბიჭი და ვკითხე, რას ეუბნები ამისთანას, იქნებ მეც ვთქვა და ვინმემ ყურადღება მომაქციოს მეთქი. არაფერსო, უბრალოდ არაბების უმეტესობა მასე ვართ, ერთმანეთს, რომ ვხედავთ და ვაგებინებ, რომ არაბი ვარ და ისიც არაბია, სულ “ვასაფორთებთო” რა, შინაარსი ეგ იყო.
მოკლედ, მორალი:
- ჩემი აზრით, ქართველები ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ და ნაციონალურობის მომენტი და პატრიოტიზმის მომენტი უნდა გვქონდეს, ნუ მე მაქვს ყველა შემთხვევაში.
რა შუაშია ეხლა NFT სთან?
NFT – ს როცა აკეთებ და შედიხარ გლობალურ კონკურენციაში, ღარიბი ქვეყნიდან ხარ, შენი ხარჯი ყოველთვის მეტია. ამერიკელი, ზოგი ევროპელი შენზე წინაა საქმეში ყოველთვის, ძაან ბევრი მიზეზის გამო და კიდევ სხვა უცხოელი, რომელიც იმ ქვეყნიდანაა სადაც კაპიტალიზმია. უნდა იცოდე ვის ეჯიბრები.
1) გამოცდილება (NFT კი ახალია, მაგრამ გუშინ არ დაწყებულა) მათ ბევრად მეტი იციან შენზე.
2) ნაკლები ხარჯი უწვეთ შენზე – მარკეტინგის ბიუჯეტი, შენ, რომ სიტყვაზე 1000 დოლარი გადაიხადო (რიმოუთი ჯობი თუ არ გაქ და დოლარზე არ მუშაობ ან რამე მასეთ ვალუტაზე და ლარში ხარ), რეალურად ბევრად მეტი ხარჯის გაწევა გიწევს, ვიდრე იმ ამერიკელს, რომელიც 1000 დოლარს იხდის. შენგან 3000 ლარი გადის მეტ-ნაკლებობით კურსი მასეა მგონი და იმას უბრალოდ 1000 დოლარი მისდის.
3) კაპიტალისტური ქვეყნებიდან არიან — კაპიტალიზმი კონკურენციის იდეას ეფუძნება. ამ ხალხმა უფრო იცის ფულის შოვნა ვიდრე ჩვენ.
თუ ფილოსოფოსი მოვა და მეტყვის — “ ო, თეონა მითხარი რაში მდგომარეობს განვითარების საიდუმლო?” მე ვეტყვი – “კონკურენციაში”.
ისევ აეროპორტში უნდა დაგაბრუნოთ, ორი მხარე არის კარი რო იღება, რაღაც ღობესავითაა და რეისიდან ჩამოსული ხალხი გამოდის მარჯვნიდან და მარცხნიდან. ხოდა ნელ-ნელა გამოდიან ადამიანები, ზოგი იქით მიდის, ზოდი აქეთ, ჩქარა, რომ დამერიგებინა, ადამიანების ტონუსს და ბორბლების მიმართულებას ვუყურებდი, დავრბოდი მარჯვნივ-მარცხინვ. ხოდა კიდევ ერთი დიდი კაცი არიგებდა, რაღაც ფლაერებს, ჩემზე ერთი 30 წლით დიდი მაინც, მიყურებდა, როგორ ვაკეთებდი და დაიწყო გამეორება. ამ კაცმაც დაიწყო მასე სირბილი მარჯვნივ-მარცხნივ. ძაან გამეცინა, ვა ეფექტურობა გავზარდე ფლაერების დამრიგებელთა თქო.
თუ გამოცდილება არ გაქვთ, არ იცნობთ უცხოურ პრაქტიკებს, მაგარ ბეწვის ხიდზე გადიხართ, თქვენ არც კი იცით რა დონეზე სიფრთხილეა საჭირო. ფულს მოუფრთხილდით, გადასაყრელი ფული არავის აქვს. “100-ჯერ გაზომე და 1-ხელ გაჭერიო”.
- ვიღაც გოგომ მითხრა ამასწინეთ, პოლიგონზე არ ვიცოდი და იმდენი ფული დამეხარჯა ეზერიუმის ბლოკჩეინზე, რომ არ მაწყობდაო, ნეტა მცოდნოდაო. ხოდა, ეგეთი რამეები, რომ არ მოგივიდეთ გაიაზრეთ რას აკეთებთ.
მე ძალიან ბევრს ვფიქრობ ყველაფერზე, ჭამა და ძილი ამერია, ვიაზრებ, რომ 2 წუთში მილიონერი ვერ ვიქნები და ლატარიის ბილეთის მოგებასავით არის ვინმეს მართლა მასე თუ გაუვარდა. ჯერ 1 ლარიც არ დამიხარჯია მარკეტინგში, თუმცა, ვაპირებ დავხარჯო,(ლარზე მეტი რა თქმა უნდა) :დდ მაგრამ გააზრებით.
და მიზანი ამ სტატიის:
- რჩევას მოგცემდით, რომ ქართველებმა “არ დავიკიდოთ” ერთმანეთი.
გადადით ტვიტერზე
და “#GeorgianNFT” თეგები გამოიყენეთ, პირველი ეგ დაადეთ პოსტს. აფოლოვეთ ერთმანეთი,რეტვიტები აკეთეთ, აგულეთ ერთმანეთი. დაეხმარეთ ერთმანეთს, გულგრილები არ იყოთ და იყავით ძლიერი ქომუნითი. ქომუნითის შეუძლია ძალიან ბევრი რამე გააკეთოს. თუ ჩათვლით და გული გეტყვით, რომ ვინმე ხარისხიან რამეს აკეთებს, არ დაიზაროთ და არ დააიგნოროთ ის. იყავით აქტიურები ტვიტერზე.
ილია ჭავჭავაძე მომწონდა ყოველთვის და ამბობდა, რომ მდგარ წყალში ბაყაყები ჩნდებიანო, თუ, რაღაც ესეთი. ფილოლოგები ნუ გამომლანძღავთ მასე მახსვოს და “მგზავრის წერილებში” ძალიან კარგად წერს ილია “მდინარე თერგის” სახეს, როგორც მებრძოლი ადამიანის სახეს. სკოლაში ამეებს ტყუილად არ ვსწავლობთ. (ბევრ რამეს კი ტყუილად ვსწავლობთ)
რაღაცები გამეყიდა და მიხარია, თუმცა, არ ვფიქრობ რომ “დიდი რამეა” და მეტიც სასაცილოც არაა, როცა არსებობს — doodles, NBA Top Shot, Rumble Kong League და ა.შ სხვა ნფტ-ები.
- ბოდიში თუ ყველას პირად მესიჯებში ვერ გპასუხობთ, რადგან თავზე ვარ კონცენტრირებული. ვიცი, რომ ძალიან ბევრი საფრთხეა მომავალში და ბეწვის ხიდზე გავდივარ.
მადლობა მათ ვინც ჩემში ირწმუნა და დაინტერესდა. მადლობა ყველას, ვინც 1 აგური მაინც დადო ჩემს დასახმარებლად.
თუ არ იცით ვინ ვარ, ეს ჩემი ინსტაგრამი, ტვიტერი და ოფენსია…
- გამიხარდება, თუ ოდესმე ვინმესთვის მაგალითი ვიქნები, თუნდაც პატარა რამეში.
P.S – ის P.S
ეს ყველაფერი არის ჩემი აზრები და თუ გინდათ დაიკიდეთ, თუ გინდათ გაითვალისწინეთ.
ჩემი ლინკები არის აქ:
Instagram, Opensea, Twitter