
ეს სტატია ყველასთვის არაა. მხოლოდ იმ ადამიანებს ეძღვნება, ვისაც არ აქვს დიდი ფინანსები იმისთვის, რომ საკუთარი NFT გაყიდოს.
თუ თქვენ დანაზოგის მქონე, მაღალშემოსავლიანი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია ბიზნეს ინვესტიციის NFT – ში ჩადება, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არ არის. თუმცა სტარტაპული მიდგომები არც თქვენ გაწყენდათ! (უხტი – დუხტი)
თუ ისევ მომყვები, ერთი რამ მინდა დაიმახსოვრო:
შენ, ღარიბ ქართველს, არ გაქვს შეცდომის უფლება, რადგან ამას არავინ გაპატიებს, როცა ვსაუბრობთ გლობალურ პლატფორმაზე რამის გაყიდვაზე.
რატომ არ გვიღებს ევროკავშირი? ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ხშირად ბაზრის სტანდარტებს არ ვპასუხობთ ჩვენ ჩვენი პროდუქციით. არაა საუბარი NFT-ზე, ზოგადად ვაშლიც იყოს თუ გინდა.უმეტესად ალბათ ხარისხიანი რამეები იყიდება კონკურენციის დროს. (უხტი – დუხტი)
ციფრულმა სამყარომ საშუალება მოგვცა გავიდეთ გლობალიზაციის პირობებში ჩვენ საზღვრებს მიღმა და მასე ვაკეთოთ ფული, თუმცა უზარმაზარი კონკურენციის პირობებში ვვარდებით. ამგვარი “ფულის კეთება” ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითაც აისახება, რადგან შეგვეძლება “უცხოური ფულის” ჩვენს ქვეყანაში შემოტანა და ხარჯვა.
აი ხომ გაგიგიათ, რომ ამბობენ ხოლმე ტურიზმს უნდა მივაწვეთო, უცხოელები ჩამოვიყვანოთ ჩვენთან დახარჯონ ფულიო და ამ სექტორს მივაწვეთო, ტურიზმსო, მომსახურეობის სფერო გავავითაროთო, ინგლისურსაც მაგიტომ არ გვასწავლიან კარგად სკოლებში ლამის პირველი კლასიდან? უცხოელი კლიენტი, რომ ჩამოვა ჩვენ უნდა ვუპასუხოთ კარგად.
ტურიზმის, ტურისტების, მაგათი აქ დახარჯული ფულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, საკრიტიკოდ არ მომიყვანია მაგალითად, უბრალოდ მგონია, რომ ტექნოლოგიების განვითარებას უფრო თუ მივაწვებით, ბევრად განათლებული და მდიდარი ხალხი გვეყოლება, რადგან ამ სფეროს ხალხს შეუძლიათ დისტანციური სამსახურის საშუალებით დოლარში,ევორში და ა.შ აღებული ხელფასები ჩვენთან ხარჯონ.
აიტი კადრების გადამზადების პროგრამები კეთდება უკვე აქ, ხალხი ამ ყველაფერს მიხვდა და ჩემი გააზრებით, ამის ერთ-ერთი მიზანიც ეგ უნდა იყოს წესით, რაც ზევით ვახსენე.
ესეთი რაღაც არის NFT
მგონია ადამიანებს “ამოაქაჩინებს” ამ ეკომონიკური კრიზისიდან ასეთი პროექტები.
და რატომ გეუბნებით ამას:
პლატონის “სახელმწიფოში” არის მღვიმის იგავი. ადამიანები არიან, რაღაც მღვიმეში სხედან, ხოდა გარეთ ანთია ცეცხლი და რაღაც საგნები დევს, ვინც ამ მღვიმეში ზის ხედავს მარტო საგნის ჩრდილებს და გონია, რომ ეგაა რეალობა, მარა მერე ვიღაც გადის და ხედავს, რომ თურმე საგნები ყოფილა დალაგებული და ჩრდილი კი არაა რეალობა, ის რაც ცეცხლის წინ დევს ეგენი ყოფილა საგნები და მერე ბრუნდება და სხვებს უყვება მაგაზე. მოკლედ ამას იმიტომ ვლაპრაკობ, რომ მგონია, ცოტათი მაინც მღვიმიდან გავედი და ჩემი ვალია, ვინც მღვიმეში არის იმათ გავაგებინო რეალურ საგნებზე.
ახლა პირდაპირ რჩევები:
1. მარტო კარგი ნამუშევარი არავის ეყოფა.
სულ რომ პიკასო იყოთ, არავინ არ იყიდის შენს ნაშრომს, თუ არ ეცოდინება, რომ არსებობს და აქ შემოდის სიტყვა – “მარკეტინგი”, “პიარი” და ა.შ ტერმინები. ანუ, მიაწვდინო მყიდველს ხმა შენზე და თქვა – ჩემი შემოქმედება ესეთია და არსებობს.
მარკეტინგი ღირს ფული, არ გაქვს ფული? მოძებნე ინვესტორი, ვისაც შენი იდეით დააინტერესებ და მოანდომებ, ფული ჩადოს შენში. დადებთ გარიგებას და ის ინვესტორი ტყუილად არ ჩადებს რამეში ინვესტიციას, კეთილი ფერიები არ არსებობენ, თავისი მოგება უნდა.
2. რჩევა იქნება უხარისხო რამეები არ გაყიდოთ. (ეს ყველაზე მეტად სუბიექტური აზრია ამ სტატიაში)
ამ პუნქტისთვის მოვჯღაბნე
ნებისმიერი რამის გაყიდვა შეიძლება თუ ფული გაქვს მარკეტინგის, თუმცა, ხელოვნება, ესთეტიკა, კრეატივი მიყვარს ძალიან და სუბიექტური შეხედულება მაქვს, რომ შესრულების ხარისხი, (საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე), იდეის უნიკალურობა უნდა გქონდეს.
P.s თუ ისე შეფუთავ თრეშს, რომ კრეატიულად ჩანდეს ეგეც კაია.
3. OpenSea ან სხვა ეგეთი პლატფორმა არის ადგილი, სადაც შენ გარდა მსოფლიო ყიდის რაღაცებს. დაათვალიერე უკვე უცხოელების ნამუშევრები?
You are not alone
მარტო საქართველოს არ უყუროთ რა, ანუ იქითაც რა ხდება გაიხედეთ. იქ ინგრევა ყველაფერი ისეთი კონკურენცია და “მე ვარ და ჩემი ნაბადიო” ნუ იქნებით მასე. თორე მასე “ამირან გულში მღეროდა” დამოკიდებულებით არაფერი არ იქნება.
4. შეარჩიე სეგმენტი? ვის უნდა მიყიდო?
შენ უნდა გამოკვეთო ის კატეგორია, ვისაც რამეს მიყიდი. მაგალითად – ვიღაცას ჰქონდა, მარველის თემატიკიდან ინსპირირებული NFT – ები (რაც ცოტა სარისკოაა, ჩემი აზრით, ქოფირაითი და რამე), ანუ ის ხალხი იყიდის, ვისაც ეგენი ევასება.
შეეცადეთ ისეთ ტიპებზე გაყიდოთ NFT, ვისაც ფულის გადახდა შეუძლია თქვენთვის და პლიუს მათი ინტერესებიც გაითვალისწინეთ.
შეიძლება საუკეთესო მაგალითი არაა ზევით, თუმცა ნუ მიხვდით რა.
5. ვინ არიან შენი კონკურენტები?
ყველა ყველას კონკურენტი არის საერთო ჯამში, თუმცა, ეგრე თუ მიუდექი მთლად კარგად არ იქნება შენი საქმე. მარველის ინსპირაციით ახლა ამხელა სამყაროში არავინ გააკეთებდა რამეს? ის ადამიანები იქნებიან შენი კონკურნეტები, ეგენი ძებნე.
6. შენი ნფტ რატომ არის ღირებული?
ემოცია გაუჩინე მყიდველს? რაღაც შინაარსიანი გააკეთე ან ისეთი ღადაობა, რომ უბრალოდ ყიდვა გაუსწორდეს.
7. რა ფასად გავყიდო?
ვერავინ ვერ მოვა და ვერ გეტყვით რა ფასად გაყიდოთ თქვენი NFT, რადგან თქვენი NFTა და თქვენ ჩადეთ დრო, რესურსი და თქვენ უნდა განსაზღვროთ მისი საბაზრო ღირებულება. თუ მაინც ვერ მოიფიქრეთ შეგიძლიათ 5 პუნქტის ლოგიკით, თქვენი იდეურად ან თემატურად მსგავსი იდეების შესაბამისი NFTს ფასები ნახოთ. ფასს უაზროდ ნუ დაადებთ. დავინახე, რომ რამდენიმემ ჩემიდან გამომდინარე დაადო ფასი და მერე რო ვნახე მაგათი NFT, არანაირი აზრობრივი კავშირი არ იყო ჩემს და მაგის NFTს შორის, სხვადასხვა რაღაცები იყო.
ჯერ ესენი გამახსენდა და თუ რამე კიდე გამახსენდა დავწერ. მე არ ვარ რაღაც სასწაულმოქმედი ბიზნეს თეოდორა (LoL), 20 წლის სტუდენტი გოგო ვარ, უბრალოდ ჩემი გამოცდილებით გაძლევთ რჩევებს, რომელიც შეგიძლიათ გაატაროთ ან გამოიყენოთ. დანარჩენი თქვენზეა.
დაწერილია სიყვარულით 💙
უხტი-დუხტი!
P.s
გამიხარდება თუ გამომიწერთ სხვადასხვა სოც ქსელებში!
Instagram, Opensea, Twitter